„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივებისგან სოფელში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ინფორმაცია, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ მიიღო. ლიხაურის მოსახლეობამ შეხვედრაზე პრიორიტეტულ საკითხად საბავშვო ბაღში სპეციალური მასწავლებლის ოთახის გაკეთება, 9 აპრილის სკვერის შემოღობვა – მემორიალის აღდგენა, გარე განათებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა დაასახელა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რწმუნებულის პირველი მოადგილე აკაკი შენგელია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს წევრი/ ლიხაურის მაჟორიტარი გიორგი სალუქვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
სოფელ ლიხაურში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
10/02/2020