დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ექსპლუატაციის მთავარ სპეციალისტ კახაბერ სულუხიას შეხვდა. შეხვედრა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი – საჯიჯაო – ლესიჭინეს საავტომობილო გზის 26–ე კმ–ზე, მდინარე ოჩხომურზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისა და საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების მიზნით შედგა, რადგან შესაძლებელი გახდეს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობისას საპროექტო დოკუმენტაციისთვის აუცილებელი პირობების დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე , დაგეგმილია სოფელ ლესიჭინეში ოჩხომური–კირცხის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის ( 170 გრძ.მეტრი) მშენებლობა. რომლის სატენდერო ღირებულება 7 000 000 ლარს შეადგენს.
სოფელ ლესიჭინეში დაგეგმილია საავტომობილო ხიდის მშენებლობა
06/02/2017