სოფელ ლარებში დასრულდა ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია.
ხიდზე გამოიცვალა დაზიანებული ხის მასალა, ჩატარდა მეტალის კოსტრუქციების სამღებრო სამუშაოები, განხორციელდა ასევე ლითონის ბადის მონტაჟი.
სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი წლების განმავლობაში დაზიანებული იყო. ადგილობრივებს კი ტრანსპორტით მოძრაობა უჭირდათ. აღნიშნული პრობლემის მოგვარების შემდეგ მოსახლეობა უსაფრთხოდ შეძლებს გადაადგილებას.
ხიდის შეკეთება ადგილობრივებმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივი თვითმმარველობის თანადაფინანსებით განხორციელდა.
სოფელ ლარებში ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდა
18/10/2016