ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის თნამშრომლებთან ერთად სოფლებში: კრისხევსა და წრომში ამბულატორიების რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა. სოფელ კრისხევში ამბულატორიის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულება 46 597 ლარია, სოფელ წრომში კი ამბულატორიის რეაბილიტაცია 59 624 ლარი ჯდება. როგორც კრისხევში, ისე წრომში სამუშაოები “ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში სახელმწიფოსგან მიღებული სახსრებით ხორციელდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლების შეფასებით, ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ამბულატორიები კრისხევის, წრომისა და მიმდებარე სოფლების 600-ზე მეტ მცხოვრებს მოემსახურება.
სოფელ კრისხევში ამბულატორიის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
16/08/2019