ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კრისხევში ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროცესებს ადგილზე გაეცნენ მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი და მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი. მათი განმარტებით, აღნიშნული ღონისძიება ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ჯამური ღირებულება 46 597 ლარს ითვლის და სამუშაოები სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება.
სოფელ კრისხევში ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
15/07/2019