სოფელ კოტორაანთკარში შიდასაუბნო გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

10/06/2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტორაანთკარში შიდასაუბნო გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, მევენახის ქუჩაზე იგება ბეტონის საფარი. ასევე, ადგილზე უკვე შეიცვალა მთავარი ცენტრალური წყალსადენის მილები. სამუშაოების ღირებულება 700 000 ლარამდეა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. სოფელ კოტორაანთკარში იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
დავით ნოზაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, ადგილობრივი ბიუჯეტისა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხებით, ჯამში, რეგიონის მასშტაბით, 20 მილიონ ლარამდე ღირებულების 31 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. სამუშაოები ამ და სხვა მიმართულებით მცხეთა-მთიანეთის მხარეში მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0