სოფელ კვირიკეში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

26/03/2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად სოფელ კვირიკეში მიმდინარე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაცია მას მიმდინარე პროექტის შესახებ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არჩილ ჩიქოვანმა მიაწოდა. ,,რკინიგზის გადასასვლელი-კვირიკე ჰესის’’ მიმართულებით 600 მეტრიანი მონაკვეთის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულებაა 170 000 ლარია, სამუშაოებს შპს „სამკუთხედი“ აწარმოებს. „წელს ბიუჯეტში ჩადებულია 30 მილიონამდე ლარი იმისთვის, რომ ახალი გზები მოეწყოს, გაბიონები და კედლები ჩამოისხას, ჩატარდეს სამელიორაციო სამუშაები. მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 4 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი ბეტონის გზებისა და შიდა სასოფლო გზების მოწყობისთვის. ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. პროექტი 2017 წლის მაისში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0