საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს 29 სკოლის მშენებლობას იწყებს. 29 სკოლიდან 11 სკოლაზე პროექტირება-მშენებლობის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
ამ ეტაპზე კიდევ ორი, 300 მოსწავლეზე გათვლილი, საჯარო სკოლების მშენებლობაზე გამოცხადდა ტენდერი. ესენია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაბალის და ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ქვალონის საჯარო სკოლები.
სკოლების მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. გარდა ახალი სკოლების მშენებლობისა, მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში დაგეგმილი აქვს სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება.
სოფელ კაბალის და სოფელ ქვემო ქვალონის საჯარო სკოლების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
19/02/2019