მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ბეტონის საძირკველი და ლითონის ახალი ჭიშკარი, მოხდება ეზოს შემოკავება ლითონის მავთულბადით, მოეწყობა ბეტონის ბილიკი, დამონტაჟდება კანალიზაციის მილები. პროექტის ღირებულება 14 702 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,მარტვილავტოგზა“ ასრულებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია – 6 ადგილობრივი. საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
სოფელ ინჩხურში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
03/08/2017