ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვეშაგურებში, 2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, თინა წიკლაურის განცხადებით, სოფლის მოსახლეობას აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე შეუძლია ღამის საათებში უსაფრთხოდ და თავისუფლად გადაადგილდეს. გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები შპს “მური”-მ აწარმოა.
სოფელ ვეშაგურებში გარე განათების სისტემა მოეწყო
19/06/2019