სოფელ ერედაში აქტიურად მიმდინარეობს დამცავი გაბიონების მშენებლობა

21/01/2018

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედაში აქტიურად მიმდინარეობს დამცავი გაბიონების მშენებლობა, რომელიც დიდი წვიმების დროს წყალმოვარდნებისაგან სოფელში მისასვლელი ცენტრალური გზის მიმდებარედ არსებულ შენობა-ნაგებობებსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს დაიცავს. მიმდინარე ნაპირსამაგრი გამბიონის სამუშაოები მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ჯერვალიძემ და მერის წარმომადგენელმა წილკნის ადმინისტრაციულ ერთეულში რამაზ ანდრიაშვილმა თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერეს.
დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის თებერვალში უნდა დასრულდეს. სამუშაოებს, რომლის პროექტის ღირებულება 33,387 ლარს შეადგენს, შპს „გეო-მონტაჟი“ ასრულებს.
სოფელ ერედაში მისასვლელი სამანქანო გზა აღმართს მიუყვება, რომელიც უამინდობისას წყალმოვარდნების გამო ძლიერ ზიანდება. მოვარდნილ წყლის მასას, რომელსაც ქვა-ღორღი და სხვა ნაშალი მასაც მოაქვს, ადგილობრივ მოსახლეობისთვის ბევრჯერ მიუყენებია ზიანი. აღნიშნული პრობლემის თავიდან ასაცილებლად მცხეთის მერია გზის მიმდებარედ გაბიონების მშენებლობას ეტაპობრივად აწარმოებს. 2016 წლიდან დღემდე 250 მ-მდე გაბიონის კედელი შენდება. მომავალში , ძირითად ხევზე, რომლიდანაც წყალვარდნილი სათავეს იღებს, გათვალისწინებულია დამცავი კედლის გაკეთება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0