სოფელ დილიკაურში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

19/05/2019

სოფელ დილიკაურში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა. სასწავლო დაწესებულებას სარეაბილიტაციო სამუშაოები, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით ჩაუტარდა, რომლის ღირებულება 1 425 115 ლარია. დილიკაურის საჯარო სკოლა 250 მოსწავლეზეა გათვლილი. სტუმრებმა სკოლის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ახლადგარემონტებული სასკოლო კორპუსის გახსნას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე და ზესტაფონის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით მაღრაძე ესწრებოდნენ.
მინისტრის მოადგილემ, მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ზედა საქარაში მშენებარე საჯარო სკოლის სამუშაოები და სოფელ არგვეთაში ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც უახლოეს მომავალში უნდა აშენდეს საგანმანათლებლო დაწესებულება.
ზედა საქარის საჯარო სკოლის კორპუსი, 300 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი მშენებლობა 2020 წელს დასრულდება. 240 მოსწავლეზეა გათვლილი, არგვეთის საჯარო სკოლა, რომლის მშენებლობაც ასევე 2020 წელს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0