სოფელ დარჩელში 90 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა

Tuesday February 2nd, 2021

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა, საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა, პროექტის ღირებულება 1.7 მილიონი ლარია. 2020 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაასრულა 20 ახალი სკოლის მშენებლობა 1530 მოსწავლისთვის. 2021 წელს კი დამატებით დასრულდება კიდევ 41 სკოლის მშენებლობა 7020 ბავშვისთვის. ასევე, 2021-2022 წლებში ეტაპობრივად დასრულდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელთა შედეგად 16 ათასი მოსწავლე სრულად განახლებულ სკოლაში ისწავლის. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორი ორგანიზაციები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0