სოფელ ბორბალოში არსებული საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც ამჟამად 40 აღსაზრდელია, ემსახურება სოფელ ბორბალოს და ღოუბნის სკოლამდელი ასაკის ბავშვებს. საბავშვო ბაღის შენობის მოძველებული ინფრასტრუქტურა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისთვის შეუსაბამო პირობებს ქმნიდა, ვინაიდან მთლიანად იყო მწყობრიდან გამოსული შენობის სახურავი, კედლები, შენობაში არ არსებობდა წყალგაყვანილობის და საკანალიზაციო სისტემა, ხოლო არსებული ოთახები არ შეესაბამებოდა სტანდარტებს.
საბავშვო ბაღში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წელს შემუშავდა საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს არსებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას. პროექტით გათვალიწინებულია შენობის სახურავის გადახურვა თუნუქით, სასმელი წყლის და კანალიზაციის სისტემის მოწყობა, შენობაში კოსმეტიკური რემონტის ჩატარება და სხვა.
ახლადრეაბილიტირებული ბაღის შენობა გათვლილი იქნება 60 ბავშვზე. შენობაში შექმნილი გაუმჯობესებული პირობები ხელს შეუწყობს ბავშვების ფიზიკური, გონებრივი და ზნეობრივი აღზრდის პროცესის სრულყოფას. აღნიშნული პროექტის ღირებულება შეადგენს 79293,60 აქედან სახელმწიფო ბიუჯეტი 75328,92 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტი 3964,68 ლარი.სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის 5 მაისს დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2016 წლის 1 ნოემბერს.
სოფელ ბორბალოში არსებული საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
18/08/2016