ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკმის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია.
დღეს, 9 სექტემბერს, სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის, ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი. მათი განმარტებით, სკოლაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვას. სოფელ ბეკმის საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის ცენტრალურმა ბიუჯეტმა 24 182 ლარი გამოყო.
სოფელ ბეკმის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია
09/09/2019