სოფელ ბახიოთში ხიდ-ბოგირი რეაბილიტირდა

20/07/2016

არგვეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბახიოთში, ერაძეების უბანში მდინარე დუმალაზე სანიაღვრე და ხიდ-ბოგირი რეაბილიტირდა. მიმდინარე სამუშაო პროცესი მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ დაათვალიერა.
სამუშაო შ.პ.ს. ბილდერს ჯგუფმა შეასრულა. ამავე კომპანიამ შეასრულა სოფელ სპეთში, ტაბატაძეების უბანში საავტომობილო გზის და საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია.
სამივე პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 21 526 ლარია. თანხა მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0