სოფელ ბალღოჯიანთან მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა. მოუწესრიგებელი გზა, რომელიც წლების განმავლობაში ადგილობრივებს დიდ პრობლემებს უქმნის, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იყო მიჩნეული. ამ დროისთვის, გზის 1800 მეტრიან მონაკვეთზე ორფენოვანი ასფალტის დაგებაზე 694 395 ლარი დაიხარჯა, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოიყო.
სოფელ ბალღოჯიანთან მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა
18/08/2017