კომპანია “არემჯის” 2019 წლის ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში სოფელ ბალიჭში ახალი დასასვენებელი სკვერი მოეწყო. სამშენებლო სამუშოების შედეგად დასუფთავდა ყოფილი კულტურის სახლის ტერიტორია, რომელიც შემოიღობა. ადგილზე მოეწყო სასეირნო ბილიკები, გარე განათება და დასასვენებელი ზონა. ასევე რესტავრაცია ჩაუტარდა სკვერის ტერიტორიაზე არსებულ სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალს და დამხმარე შენობა-ნაგებობას.
სკვერის გახსნას კომპანია “არემჯის” ხელმძღვანელი პირები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და სოფლის მოსახლეობა ესწრებოდნენ.
“მოხარული ვარ, როდესაც ვხედავ ისეთი დიდი კომპანია როგორიც RMG-ია საკუთარ თავზე იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას და მუნიციპალუიტეტს, რომელშიც ის საქმიანობს, ცდილობს მისი ეკონომიკის გავითარების გარდა სხვა პროექტების განხორციელებაშიც დაეხმაროს. სოფელ ბალიჭში სკვერის გახსნა ამის ნათელი მაგალითია. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც კერძო ბიზნესი ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, ეს კოლაბორაცია საშუალებას გვაძლებს ჩვენს თანამოქალაქეებს საცხოვრებელი პირობები გავუუმჯობესოთ. წელს ბალიჭში სანიაღვრე სისტემა მოეწყო და გარე განათებების ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდა. მომავალში სოფელ ბალიჭში კიდევ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდებას ვგეგმავთ. ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოფლებში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა, ამ მიზნისთვის კი კერძო ბიზნესთან და ცენტრალურ მთავრობასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ”,-განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.