სოფელ ბაკურციხეში კულტურის სახლს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

31/01/2017

საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით, სოფელ ბაკურციხეში არსებულ კულტურის ცენტრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა – ზურაბ ალავიძემ, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა – გალაქტიონ ბუაძემ და მისმა მოადგილემ დავით ტაბიძემ დაათვალიერეს.
კულტურის ცენტრში დაგეგმილია სამრევლო სკოლის, აგროსკოლის, ქართული ტრადიციული სამრეწველო საამქროებისა და სახელოსნოების ამუშავება. ასევე, განსაზღვრულია სივრცე ბიბლიოთეკისთვის, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზებისთვის.
70-იან წლებში აშენებულ კულტურის ცენტრს დღემდე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. შედეგად, შენობა მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან და 90-იანი წლებიდან აღარ ფუნქციონირებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, კულტურის ცენტრს და ეზოს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა: გამოიცვალა შენობის სახურავი, მოწესრიგდა ელექტრო და წყალმომარაგების ქსელი, დამონტაჟდა გათბობა-ვენტილაციის სისტემები და კეთილმოეწყო ეზო. სამუშაოების ღირებულებამ 2 მლნ. ლარს გადააჭარბა. რეაბილიტაციის პერიოდში 40 ადამიანი დასაქმდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0