დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანურში, თბილისი ლარსის საავტომობილო გზის 38-ე კილომეტრზე საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: არსებული ასფალტის საფარის შეცვლა, ბურჯების გამაგრება და ხიდის ცალკეული ელემენტების განახლება. რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, ხოლო სამუშაოებს აწარმოებს ამხანაგობა “არილი”.
სოფელ ანანურში ხიდის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს
22/07/2019