სოფელბში, სავანისუბანსა და მონასტერში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

23/05/2021

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელბში, სავანისუბანსა და მონასტერში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მიმდინარე წლის ზაფხულისთვის დასრულდება. პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალ-ბეტონის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე სისტემები. ასევე, ხევებზე მოეწყობა გადამსვლელი მილები. სამუშაოების ღირებულება ჯამში 1 233 700 ლარს შეადგენს. განახლებული ინფრასტრუქტურით 700-ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სავანისუბანსა და მონასტერში მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0