სოლიდარობის ფონდის შემაჯამებელი ანგარიში კახეთში

17/03/2016

სოლიდარობის ფონდმა თელავში საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, გუბერნატორის პირველი მოადგილე ზურაბ არსენიშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ .
სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა, დეტალურად ისაუბრა ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის მხრიდან კიდევ უფრო მეტი გააქტიურება თანხების მობილიზების მიზნით ფონდს მისცემს საშუალებას განარგძოს 22 წლამდე ასაკის სიმსიმნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დახმარება და ასევე მოხდეს პროგრამების სამომავლო გაფართოება.
სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ ჯაშმა, გამგეობისა და გუბერნატორის ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფონდის საქმიანობის ხელშეწყობისა და თანადგომისთვის.
კახეთის მუნიციპალიტეტების გამგეობის და საკრებულოს ასევე გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლები ყოველთვიურად საქართველოს სოლიდარობის ფონდში თანხის დონაციას ახორციელებენ.
საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წელს შეიქმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით როგორც საზოგადოების, კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი მონაწილეობით ფილანტროფიისა და ინოვაციური დაფინანსების ერთიანი პლატფორმა. პირველ ეტაპზე სოლიდრაობის ფონდი სიმსივნით დაავადებულ 22 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებს უწევს დახმარებას, თუმცა ფონდის მანდატი ბევრად უფრო ვრცელია და საზოგადოების მზარდი ჩართულობით სოლიდრაობის ფონდი შეძლებს პროგრამების გაფართოვებას როგორც ჯანმრთელობის, ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0