ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს შეუმცირდა “სოკარიდან” შესასყიდი სოციალური გაზის ფასი. როგორც კალაძემ განაცხადა, საქართველოში ბუნებრივი არის მზარდი მოხმარების გამო დღის წესრიგში დადგა დამატებითი მოცულობების მოძიების საკითხი.
“რამენიმე შეხვედრის და პროდუქტიული მუშაობის შედეგად, ჩვენმა პარტნიორმა აზერბაიჯანის მთავრობამ და კომპანია “სოკარის” ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი მოცულობის საქართველოსთვის უშუალოდ ე.წ. შაჰდენიზიდან მოწოდების შესახებ. ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა ექნება მომავალი წლების განმავლობაში დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღოს აზერბაიჯანიდან. მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტექნიკური შეზღუდვის გამო არესებული პრობლემა აღმოეფხვრა და მათი მხირდან დამატება შესაძლებელი გახდა, სამხრეთ-კავკასიური, იგივე “შადენიზის” მილსადენის საშუალებით. ჩვენ ვაფასებთ და სრულად ვაანალიზებთ იმ პარტნიორულ, კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას ჩვენი მეგობრების მხრიდან, მათ მუშაობას იმისთვის, რომ მოეძებნათ საშუალება კომპანია “სოკარისთვის” გაეზრდათ შემოსატანი გაზის მოცულობა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამის პარალელურად შემცირდა “სოკარიდან” შესასყიდი სოციალური გაზის ფასი. გარდა ამისა “სოკარი” მზადყოფნას გამოთქვამს 35-40 დოლარით შემაციროს გაზგასამართი სადგურებისთვის მიწოდების ფასი. მიმდინარე შეთანხმებები არის ნათელი დემონსტრირება იმ მეგობრობის და კეთილმეზობლური დამოკიდებულების და საერთო სტრატეგიული ინტერესების, რაც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს, რაც ურყევი და შეუცვლელია მომავალში”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად საქართველოში მიმდინარე არაჯანსაღი პოლიტიკური ოპონირებისა, ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მხრიდან მცდელობისა, რომ ქვეყნებს შორის მეგობრობა და პოლიტიკური თუ ბიზნესურთიერთობები სათავისო დემაგოგიისთვის გამოეყენებინათ, არ განხორციელდა.
“უშუალოდ მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციები იდგენენ მოწოდების სიმაღლეზე და პროფესიონალურად წარმართეს ეს პროცესი. მადლობა ყველას ვინც ჩვენი ქვეყნის გაზმომარაგებით უზრუნველყოფაში თავისი წვლილი შეიტანა, ძალიან დიდი მადლობა პრემერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის, ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ მოლაპარაკებებში. მადლობა საქართველოში მოქმედ კომპანიებს. მადლობა ჩვენი ქვყენის მოსახლეობას, რომ არ აჰყვა გარკევული პირების დემაგოგიას. მადლობა აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.