სოზარ სუბარმა ყარათაკლიის საჯარო სკოლას საჩუქრები გადასცა

10/10/2018

რეგიონალურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა, გადრაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიის საჯარო სკოლის ქართულ-აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეებს ქართულენოვანი წიგნები და ფოტო-აუდიო ტექნიკა გადასცა.სპორტულ ინვენტარი მიიღო საგანმანათლებლო დაწესებულებამ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგანაც.მოსწავლეებმა სტუმრებს სპეციალური ღონისძიებით უმასპინძლეს. შესრულდა ქართული საბავშვო სიმღერები, ლექსები და ქორეოგრაფიული ნომრები.
ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნიისა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სკოლის პედაგოგები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ სოზარ სუბარმა, ყარათაკლიის საჯარო სკოლას საჩუქრები გადაცემაში – „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ მოგებული, 3 000 ლარით, შეუძინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0