სოზარ სუბარმა საჯარო ლექცია გამართა

31/05/2016

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა „თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია გამართა.
შეხვედრის მთავარ თემას „ადამიანის უფლებები და თავისუფლებები“ წარმოადგენდა. სოზარ სუბარმა სტუდენტებთან საუბრისას სახალხო დამცველად მუშაობის გამოცდილებაც გაიხსენა. დევნილთა და განსახლების მინისტრმა ლექციის მიმდინარეობისას სტუდენტებისათვის საინტერესო ყველა შეკითხვას უპასუხა.
მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან მომავალშიც გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0