დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჯამბულ ხოზრევანიძეს შეხვდა.
სოზარ სუბარმა და ჯამბულ ხოზრევანიძემ ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტების პრობლემების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს გადაწყდა, რომ მინისტრი სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელ პირობებს უახლოეს მომავალში ადგილზე გაეცნობა.