სოზარ სუბარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

04/05/2016

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს ბორის სილევიჩს და კერსტინ ლუნდგრენს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა დევნილთა განსახლების პრობლემებსა და მათი დაბრუნების უფლებაზე ისაუბრეს. მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა მიერ დადებითად იქნა აღქმული ის პოლიტიკა, რომელსაც სამინისტრო დევნილებთან მიმართებაში ატარებს.
მინისტრმა და მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემო განიხილეს. მხარეებმა იმსჯელეს რამდენად არის უზრუნველყოფილი როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ისე დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილების არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0