სკოლის შენობებს კარგად მოევლება

11/01/2017

ყველა ახალი აშენებული და გარემონტებული სკოლა ინფრასტრუქტურას ახალი წესით მოუვლის. ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინიცირება გაუკეთეს სკოლების მოვლა-პატრონობის (O&M) პროექტის შემუშავებას საჯარო სკოლებისთვის. პროექტი სკოლებს მისცემს საშუალებას უკეთ მიხედონ ინფრასტრუქტურას, რაც აუცილებელი წინაპირობაა სასწავლო შედეგების გაუმჯობესებისთვის. საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე $140 მილიონიანი კომპაქტის ფარგლებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0