სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები

13/11/2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, N3 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, შენობას გამაგრებითი სამუშაოები უტარდება, რემონტდება შენობის სახურავი და ფასადი, იცვლება წყალსაწრეტი მილები. რეაბილიტირდება საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სააქტო და სპორტული დარბაზები. პროექტის ფარგლებში, სკოლაში ეწყობა კომპიუტერული ქსელი, სახანძრო სიგნალიზაციის, წყალარინებისა და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა. გათბობის ახალი სისტემისთვის კი შენდება საქვაბე, იცვლება კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. სკოლა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, მოეწყობა ლიფტი, პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები. ინფრასტრუქტურული პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 3 მილიონამდე ლარს შეადგენს. მე-3 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ილია ჯალაღანია, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ლევან სუხიტაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლონგინოზ გასანოვი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0