სიღნაღის მუნიციპალიტეტში ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება

26/03/2016

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში დღეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია “ქართული ზეთისხილის” საწარმო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად, “სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების” პროგრამის ფარგლებში აშენდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0