სირიამ რუსეთში ხილისა და ბოსტნეულის შეტანა დაიწყო. როგორც euronews.ge წერს, მარტის შუა რიცხვებიდან ნოვოროსიისკის პორტში სირიიდან 3000-მდე ტონა ფორთოხალი, ლიმონი, გრეიფრუტი და კომბოსტო შევიდა.
“ამ დრომდე სირიიდან რუსეთში პროდუქტების შეტანას საცდელი ხასიათი ჰქონდა. იმპორტიორი მსხვილი კომპანია ” ადიგ-იუკარია”, რომლის ერთადერთი მფლობელი ასლან პანეშია. “ადიგ-იუკარი” მოლაპარაკებებს საკმაოდ მსხვილ კომპანიებთან აწარმოებს”, – წერს euronews.ge.