გარემოს ეროვნული სააგენტო 18-24 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„18 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი (20-25 მ/წმ).
19-20 იანვარს გავრცელებას იწყებს ხმელთაშუაზღვის ციკლონთან დაკავშირებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 19 იანვარს იქნება +9, +14 გრადუსის ფარგლებში, ხოლო 20 იანვარს ტემპერატურა დაიკლებს +3, +8 გრადუსამდე.
21 იანვარს გამოიდარებს. 22-24 იანვარს კვლავ მოსალოდნელია შედარებით ცივი, ნალექიანი და ქარიანი ამინდი“ – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.