საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მკურნალობისა და მართვის საკითხებზე რეგიონული სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა.
კონფერენციაზე C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მართვისთვის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაზე იმსჯელეს. მონაწილეებმა ქვეყანაში ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობისა და ვირუსის მკურნალობის მიმართულებით არსებული მდგომარეობა განიხილეს. შეხვედრაზე C ჰეპატიტის მკურნალობის ახალ მიდგომებზეც იმსჯელეს და ერთმანეთს დიაგნოსტიკური კვლევების გაუმჯობესებულ პრაქტიკაზე გაუზიარეს გამოცდილება.
რეგიონულ სიმპოზიუმს ამერიკისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში პროვაიდერი კლინიკების, ასევე ECHO-სა და L.I.F.E.R.-ის პროექტების წარმომადგენლები დაესწრნენ.