არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდამ,“ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეგიონულ ქსელთან (R-CSN) ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გამართა.
პროექტის „საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭრა სამოქალაქო საზოგადოების მიერ“ ფარგლებში, საჯარო მოხელეებს საჯარო სამსახურის ახალი კანონი გააცნეს, რომელიც ძალაში 2017 წლის 1ივლისიდან უნდა შევიდეს.