სვეტიცხოვლობის დღესასწაული ჩვენი ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოა

14/10/2016

დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. პირველი ვიცე-პრემიერი საქართველოს პრემიერ მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად სვეტიცხოველში სადღესასწაულო წირვას დაესწრო, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ აღავლინა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
” მინდა მივულოცო მთელ საქართველოს სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაული. სვეტიცხოვლობა ნამდვილად არის გამორჩეული დღესასწაული, რომელიც ყოველთვის იყო მთელი საქართველოს გამაერთიანებელი. ეს არის დღესასწაული, რომელიც ჩვენი ერის, ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოა“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0