სვანური ფოლკლორის ფესტივალი – სვანფესტი ქვემო სვანეთში

01/09/2016

ლენტეხის კულტურის სახლმა, ხოლო 27 აგვისტოს კურორტმა მუაშმა სვანური ფოლკლორისა და ძველი ტრადიციული თამაშობების ფესტივალს – სვანფესტს უმასპინძლე. ფეასტივალი გაიმართა პროექტი “ტრადიცია და ტურიზმი-ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლე”-ს ფარგლებში.
26 აგვისტოს ლენტეხში ჩატარდა სვანური ფოლკლორის ფესტივალი, სადაც მოწვეული გახლდათ ძველი და ახალი თაობის ანსამბლები. მონაწილეობა იღებდნენ ლენტეხის ანსამბლებლი “ლაგუშედა” და “ლილე“, ასევე ჩოლურის თემის ანსამბლი “მიჟენარი” საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული გახლდათ ზემო სვანეთის გოგონათა ანსამბლი “ლაგუშედა” და ინდივიდუალური შემსრულებელი დავით ნავერიანი. ფესტივალზე ასევე მოწვეული იყო რაჭის ანსამბლი “საგალობელი”.
ღონისძიება გაგრძელდა 27 აგვისტოს კურორტ “მუაშში”, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1300 მ-ზე , მუაში წლების განმავლობაში გახლდათ მრავალფეროვანი ღონისძიებების მასპინძელი, თუმცა ათწლეულების მანძილზე მისი ფუნქცია შეჩერებული იყო. ფესტივალზე ჩატარდა შეჯიბრი ჭიდაობაში, სადაც ფალავნები ძველი სვანური წესის მიხედვით ასპარეზობდნენ. ასევე ჩატარდა დოღი რომელიც სვანეთში ოდითგანვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტო-გამოფენა, ფოტოებზე აღნეჭდილი იყო სვანეთის ხედები და სვანი ხალხის სილამაზე. ასევე გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სვანური ხის ნაკეთობები და საკრავები-ჩანგი,ჭუნირი.
ფესტივალის დასკვნით ნაწილში გაიმართა კონცერტი. სადაც ზემო სვანეთის გოგონათა ანსამბლმა “ლაგუშედამ” , ჩოლურის თემის ანსამბლმა “მიჰინარმა” ასევე მაყურებლის წინაშე წარსდგა ინდივიდუალური შემსრულებელი დავით ნავერიანი, აღსანიშნავია ასევე ქვემო სვანეთის ახალგაზრდების მოერ შესრულებული ნომრები , რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
ფესტივალი მომავალშიც მიიღებს ტრადიციულ ხასიათს, აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ქვემო სვანეთში მსგავსი მაშტაბის ფესტივალი წლების განმავლობაში არ ჩატარებულა, ასევე მესტიის გოგონათა ანსამბლი “ლაგუშედა” გახლდათ პირველი ანსამბლი ზემო სვანეთდან წლების მანძილზე რომელიც ეწვია ქვემო სვანეთს.
ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია “ლაჰილის” ორგანიზებით გაიმართა.
ორგანიზაცია “ლაჰილი” ზემო სვანეთისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ახალგაზრდა წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული და მისი მთავარი მიზანია სვანური მატერიალური და არამატერიალური კულტურის გადარჩენა- პოპულარიზაცია, ახალგაზრდების გააქტიურება და ზემო და ქვემო სვანეთის დაახლოვება.

ფესტივალის ორგანიზატორები გახლდნენ კატურბი გულბანი, ვიკა ფილფანი, ზვიად მუსელიანი,თეონა ჩხეტიანი დ ანანო ლობაჟანიძე. ღონისძიების წამყვანები გახლდნენ ვიკა ფილფანი და მამუკა ლიპარტელიანი.
პროექტი განხორციელდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით. ფესტივალის წარმატებით ჩატარებაში დიდი წვლილი შეიტანა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა და ლენტეხელმა ახალგაზრდებმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0