სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალაიზაციო ობიექტები შეამოწმეს. პარალელურად, სააგენტოს მცენარეთა დამცველებმა ლაბორატორიული კვლევისთვის სხვადასხვა დასახელების პესტიციდების ნიმუშები აიღეს. „ფერმერთა ინტერესების და სამომახმარებლო ბაზრის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივად ახორციელებს პესტიციდებისა და შხამქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას. გააქტიურებული კონტროლის შედეგად, გასულ წლებთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესდა. ბოლო ორი წელია, არ გამოვლენილა არარეგისტრირებული ქიმიკატებით ვაჭრობის ფაქტი, ქიმიკატების ტარა მარკირებულია ქართულ ენაზე, რეალიზაცია ხდება დაფასოებული პროდუქციით, თუმცა ფალსიფიკაციის შემთხვევბი კვლავაც აღინიშნება. უხარისხო, ფალსიფიცირებული და საეჭვო პრეპარატების შეძენის თავიდან ასაცილებლად, ფერმერებს ვურჩევთ, პესტიციდები შეიძინონ სპეციალიზებულ მაღაზიებში, სადაც, ასევე, შეუძლიათ მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია პრეპარატების გამოყენებასა და მოსავლის მოყვანასთან დაკავშირებით,” – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ, რომელიც სარეალიზაციო ობიექტების შემოწმების პროცესს დაესწრო. დღეისათვის ქვეყანაში რეგისტრირებულია პესტიციდის 258 მოქმედი ნივთიერება და 715 პრეპარატული ფორმა. მიმდინარე წელს პესტიციდებისა და შხამქიმიკატების 120 ობიექტია შემოწმებული და მცენარეთა დაცვის საშუალებების 238 ნიმუშია გამოკვლეული. შედეგად ფალსიფიკაციის ფაქტზე დაჯარიმდა 5, მარკირების წესის დარღვევაზე – 10, ბიზნესოპერატორის რეგისტრაციის არქონაზე – 1 ბიზნეზოპერატორი. 2015 წელს აღებულია პესტიციდების 170 ნიმუში, საიდანაც 11 სხვდასხვა სახის დარღვევა აღინიშნა. პესტიციდების მოხმარებისა და რეალიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე http://nfa.gov.ge/uploads/other/5/5413.pdf
სესი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხს ამოწმებს
29/10/2016