სენატორი მარკ სენფორდი: დემოკრატიულმა პროცესმა საქართველოში მყარად გაიდგა ფესვი

18/10/2016

ამერიკელი სენატორი მარკ სენფორდი (რესპუბლიკელი – სამხრეთ კაროლინა) საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავს.
მარკ სენფორდის თქმით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორია და შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩვენები ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის მანძილზე უკვე მესამედ იმართება.
„დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-წლიან ისტორიას თუ შევაფასებთ, აშკარაა, რომ დემოკრატიულმა პროცესმა საქართველოში მყარად გაიდგა ფესვი – და ეს მართლაც ქების ღირსია“ – ნათქვამია სენატორ მარკ სენფორდის განცხადებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0