სენაკის მუნიციპალიტეტს ორი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე შეემატა

27/08/2023

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული მასშტაბური პროგრამის — „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტს ორი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე შეემატა. პროექტის ფარგლებში, ცენტრალური პარკი მოეწყო რუსთაველის ქუჩაზე, ცენტრალური სკვერი — ჭავჭავაძის ქუჩაზე. პარკი გათვლილია ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. მოწყობილია სხვადასხვა სივრცეები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, საბავშვო და სპორტული მოედნები, ატრაქციონები; განახლდა საფეხმავლო ბილიკი;
განხორციელდა მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრის ისტორიული შენობის, პარკის მიმდებარედ არსებული კორპუსების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაციის პროცესი, გამწვანების სამუშაოები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0