სემეკ-ში EBRD-ის დაფინანსებით ახალი პროექტი იწყება

18/04/2016

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ახალი პროექტი იწყება.
12 თვის განმავლობაში პროექტის ფარგლებში გერმანული კომპანია „DNV GL – KEMA Consulting GmbH“-ის ექსპერტები, კომისიის წარმომადგენლებთან ერთად, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ქსელური დანაკარგების გაანგარიშების მეთოდოლოგიების, მიწოდების საიმედოობის სტანდარტების, ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემისა და ბუნებრივი გაზის სექტორში არსებული სალიცენზიო წესების ევროპის საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანაზე იმუშავებენ.
პროექტის გახსნა 19 აპრილს, სემეკ-ის ოფისში გაიმართება და მას ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები დაესწრებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0