საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს “საქნახშირზე (ჯი-აი-ჯი ჯგუფზე)” ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
შპს “საქნახშირმა (ჯი-აი-ჯი ჯგუფმა) აღნიშნული მოთხოვნით კომისიას გასული წლის დეკემბერში მიმართა, რის საფუძველზეც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
აღნიშნული წინადადების შესწავლის შემდეგ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ტყიბულში განთავსებული 13,2 მგვტ დადგმული სიმძლავრის თბოელექტროსადგურისათვის ელექტროენერგიის წარმოებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ. ასევე, დამტკიცდა ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის პირობები და ლიცენზიის ტექნიკური მონაცემები.
სემეკ-მა შპს “საქნახშირზე” ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა
14/01/2016