სემეკ-მა შპს “საქნახშირზე” ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა

14/01/2016

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ   შპს “საქნახშირზე (ჯი-აი-ჯი ჯგუფზე)” ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა.  აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
შპს “საქნახშირმა (ჯი-აი-ჯი ჯგუფმა) აღნიშნული მოთხოვნით კომისიას გასული წლის დეკემბერში მიმართა, რის საფუძველზეც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
აღნიშნული წინადადების შესწავლის შემდეგ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ტყიბულში განთავსებული 13,2 მგვტ დადგმული სიმძლავრის თბოელექტროსადგურისათვის ელექტროენერგიის წარმოებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ. ასევე, დამტკიცდა ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის პირობები და ლიცენზიის ტექნიკური მონაცემები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0