ბათუმში ხე-მცენარეებისა და სეზონურად მოყვავილე მცენარეების მოვლითი ღონისძიებები ყოველდღიურად მიმდინარეობს. აფხაზეთის დასახლების, გორგილაძის, მიქელაძის, შავშეთისა და ჰელიმიშის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარდა გაცელვითი სამუშაოები. იმნაძის ქუჩისა და თამარ მეფის გზატკეცილის მიმდებარედ არსებულ სკვერებსა და საყვავილეებში მცენარეთა ირგვლივ გაფხვიერდა ნიადაგი, ჩატარდა ერთწლოვანი ყვავილების მოვლითი სამუშაოები. მემედ აბაშიძის, გოგოლისა და გოგებაშვილის ქუჩებზე სეზონურად მოყვავილე ყვავილებს ჩაუტარდა წამლობა. ხე-მცენარეებისა და ყვავილების შეწამლვითი ღონისძიებები ეტაპობრივად ყველა ქუჩაზე ჩატარდება. სამუშაოებს ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური ახორციელებს.
სეზონურად მოყვავილე მცენარეების შეწამლვა გრძელდება
21/09/2017