დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე „არასრულწლოვანების დაცვა ალკოჰოლისა და თამბაქოსგან“.
შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თვმჯდომარე ლელა საჯაია, ამავე კომისიის წევრი და ამავდროულად ფრაქცია „რესპუბლიკელების“ ხელმძღვანელი ვალდიმერ ვადაჭკორია ესწრებოდნენ.
დისკუსიის დროს განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ქართული ალკოჰოლიზმი და საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა მოზარდების მიერ ალკოჰოლის მოხმარების მიმართ.
საჯარო დისკუსია ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით ჩატარდა.
საჯარო დისკუსია საკრებულოს წევრების მონაწილეობით
16/04/2016