22 აპრილს მთელი მსოფლიო ყოველწლიურად აღნიშნავს დედამიწის დღეს, რომლის მიზანია ჩვენი პლანეტის გარემოს დაცვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოს დაბინძურების შესახებ. აქციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლები შეუერთდნენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულში, საზოგადოებრივი ცენტრისა და მისი მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქციის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს მასშტაბით 19 ქალაქის დასუფთავებაში მიიღეს მონაწილეობა. დედამიწის დღე მთელ მსოფლიოში 1970 წლიდან აღინიშნება. ამ საერთაშორისო ღონისძიებას საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო დედამიწის დღისადმი მიძღვნილ აქციას შეუერთდა
22/04/2017