სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მალხაზ თორია დაინიშნა. მალხაზ თორია პროფესიით სამართალმცოდნეა. ის, სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ადმინისტრაციის თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. მალხაზ თორია წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი. ბოლო პერიოდში მალხაზ თორია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მალხაზ თორია დაინიშნა
16/01/2019