პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით „სახელმწიფო ვალი და ფისკალური სტაბილურობა კოვიდპანდემიის გავლენით” თემატური მოკვლევის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კომიტეტის აპარატის წევრებმა, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, კვლევითი ცენტრის და დონორი ორგანიზაციების წამომადგენლებმა, ასევე ექსპერტებმა მოკვლევის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია დაამუშავეს და სამუშაო პროცესის პირველი ეტაპი შეაჯამეს. საბოლოო დოკუმენტი რეკომენდაციებთან ერთად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს განსახილველად მაისში წარედგინება. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მიმდინარე წლის თებერვალში მიიღო გადაწყვეტილება „სახელმწიფო ვალი და ფისკალური სტაბილურობა კოვიდპანდემიის გავლენით“ საკითხზე თემატური მოკვლევის დაწყების შესახებ. ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) თანამშრომლობით შეიქმნა თემატური ჯგუფი, რომლის მთავარი მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეა.
„სახელმწიფო ვალი და ფისკალური სტაბილურობა კოვიდპანდემიის გავლენით” თემატური მოკვლევის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
15/04/2022