საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე ხელმძღვანელობს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სს „საქართველოს რკინიგზა“ 2020-2021 წლების შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში განიხილა. აუდიტის პერიოდში გამოვლენილი მიგნებების და რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა გააცნო ჯგუფის წევრებს. საქართველოს რკინიგზა შესყიდვებს ახორციელებს როგორც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით, ასევე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული შესყიდვების სპეციალური წესის შესაბამისად და აუდიტი ჩატარდა ორივე მიმართულებით. აუდიტმა მოიცვა 2020 და 2021 წლების ელექტრონული ტენდერები, შესყიდვის ელექტრონული პროცედურები, გამარტივებული და ერთ პირთან მოლაპარაკებით განხორციელებული შესყიდვები. გამოვლენილ მიგნებებთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთეს და პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხეს „საქართველოს რკინიგზის“ და შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებმა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა „საქართველოს რკინიგზის“ 2020-2021 წლების შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში განიხილა
28/03/2023