სახალხო ზეიმზე ჭიათურის მუნიციპალიტეტმა თავისი კუთხე წარმოადგინა

05/05/2016

მუხრანის ტყე-პარკში გამართულ გვირილობის დღესასწაულზე ჭიათურის მუნიციპალიტეტმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ჩვეული სტუმართმოყვარეობით წარმოადგინა თავისი კუთხის, როგორც სამზარეულო,ასევე ორიგინალური სანახაობით დატვირთული შემოქმედება. საპატიო სტუმრებს,რომელთა შორის იყვნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე,გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი,ქუთაისის მერი შოთა მურღულია, უცხოელი სტუმრები და იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები ,ღირსეულ მასპინძლობას უწევდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე, გამგებლის მოადგილეები თემურ ჭუმბურიძე ,ლალი კაპანაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.ჭიათურის კულტურის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლმა „ჩანგმა“ და სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მაღალ პროფესიულ დონეზე წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმედება. ჭიათურელმა ნორჩმა ფალავნებმა მონაწილეობა მიიღეს საჩვენებელ ქართულ ჭიდაობაში და მედლები დაიმსახურეს.
“გვირილობა” – “თეთრი გვირილის დღე” მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაული იყო, რომელიც ჭლექიანების დასახმარებლად ტარდებოდა გაზაფხულზე, აპრილ-მაისში და სამ დღეს გრძელდებოდა. ქუთაისქალაქობა უკვე დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ქუთაისის ფარგლებს და იმერეთის რეგიონის სახალხო დღესასწაულად იქცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0