2-3 აპრილს ბორჯომში სასტუმრო “ქროუნ პლაზაში” სახალხო დამცველის ინსტიტუციური გაძლიერების საკანონმდებლო ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგა. შეხვედრის ორგანიზატორია UNDP.
სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა, განიხილეს და იმსჯელეს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ,რომელიც ეხება სახალხო დამცველის და სხვა სპეციალურ ანგარიშების მოსმენას. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე -ეკა ბესელია ესწრებოდა, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა მონაწილეებს. შეხვედრას სევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: საპროცედური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე -გაგა კახიანი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – გედვან ფოფხაძე, თემურ ნერგაძე, ომარ მეგრელიძე,მერაბ კაჭახიძე.
ასევე სამუშაო შეხვედრას დაესწრო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, სახალხო დამცველის აპარატიდან კი ეკა ფოფხაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანოზაციების წარმომადგენლები და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წევრებიც.
სახალხო დამცველის ინსტიტუციური გაძლიერების საკანონმდებლო ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
03/04/2016